პროფესიული ინფორმაცია
მამოლოგი და ონკოქირურგი ოთარ გაგუა, ლიცენზირებული ზოგად ქირურგიასა და ქირურგიულ ონკოლოგიაში,
ექიმს აქვს საერთაშორისო სტაჟირების გამოცდილება: 2023 წელს გაიარა სტაჟირება ლისაბონის „Champalimaud Clinical Center"-ის სარძევე ჯირკვლის დეპარტამენტში, სადაც სარძევე ჯირკვლის ონკოპლასტიკური ქირურგია შეისწავლა, ხოლო 2025 წელს - სეულის „Samsung Medical Center"-ის სარძევე ჯირკვლის ქირურგიის განყოფილებაში, სადაც სარძევე ჯირკვლის მინიინვაზიური ქირურგია შეისწავლა. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო GBCC Breast Robotic Surgery Workshop-ში სეულში.
იგი სამი წამყვანი ევროპული სამედიცინო ორგანიზაციის წევრია: ESO, ESMO და ESSO. საერთაშორისო კონფერენციებზე სპიკერის სტატუსით გამოვიდა ESMO Preceptorship on Breast Cancer-ზე შვეიცარიაში (2022 წელს), ხოლო მონაწილეობა მიიღო GBCC 2025 კონგრესზე.