5,000+
მშობიარობა
500+
NICU პაციენტი
85%
NPS
რატომ ჩვენ?
გამოცდილება
x1997 წლიდან გაგუას კლინიკა მომავალი დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე სამშობიარო და პროფესიონალი გუნდი ქმნის უსაფრთხო გარემოს.
თანამედროვე სამშობიარო და კომფორტული პალატები
xმშობიარობა მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სამშობიარო და საოპერაციო სივრცეებში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებასა და კომფორტს.
ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება (NICU)
xსაჭიროების შემთხვევაში ახალშობილებისთვის ხელმისაწვდომია ინტენსიური თერაპიის განყოფილება, რომელიც აღჭურვილია სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად
თანამედროვე მშობიარობის მეთოდები
xკლინიკა გთავაზობთ მშობიარობის სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის ბუნებრივ მშობიარობას, წყალში მშობიარობასა და შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში ფრანგულ საკეისრო კვეთას.
სერვისები
ფიზიოლოგიური მშობიარობა
წყალში მშობიარობა
ფრანგული საკეისრო კვეთა
ეპიდურალური გაუტკივარება
ექიმები
ნაბიჯები
კონსულტაცია და მშობიარობის დაგეგმვა
მეან-გინეკოლოგთან ერთად განისაზღვრება მშობიარობის გეგმა, ტარდება საჭირო კვლევები და ფასდება დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კლინიკაში მიღება
მშობიარობის დაწყების ან დაგეგმილი საკეისრო კვეთის შემთხვევაში პაციენტი რეგისტრირდება კლინიკაში, გადის პირველადი შეფასებას და თავსდება სამშობიარო განყოფილებაში.
მშობიარობის პროცესი
მშობიარობა მიმდინარეობს გამოცდილი სამედიცინო გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ტკივილის მართვის თანამედროვე მეთოდები და უზრუნველყოფილია დედისა და ნაყოფის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი.
ბავშვის დაბადება
დაბადებისთანავე ახალშობილს აფასებს ნეონატოლოგი. დედისა და ბავშვის მდგომარეობის შესაბამისად, ხელი ეწყობა მათ ადრეულ კონტაქტსა და ძუძუთი კვების დაწყებას.
მშობიარობის შემდგომი ზრუნვა
დედა და ახალშობილი რჩებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, იღებენ ინდივიდუალურ მოვლასა და საჭირო რეკომენდაციებს უსაფრთხო და კომფორტული აღდგენისთვის.
გაწერა და შემდგომი მხარდაჭერა
გაწერამდე ექიმი აფასებს დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასცემს მოვლის რეკომენდაციებს და გეგმავს საჭირო შემდგომ ვიზიტებს.
პაციენტის ისტორია
პალატები
ორ ადგილიანი
VIP I კატეგორია
VIP II კატეგორია
ხშირად დასმული კითხვები
არა, პირადი მეან-გინეკოლოგის აყვანა სავალდებულო არ არის. გაგუას კლინიკაში 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ გამოცდილი მეან-გინეკოლოგები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო და პროფესიონალურ სამედიცინო მომსახურებას. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აირჩიოთ და აიყვანოთ პირადი ექიმიც.
დიახ, გაგუას კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევა. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პალატა.
დიახ, შესაბამისი პირობების დაცვით შესაძლებელია პარტნიორის დასწრება.
დიახ, სამედიცინო ჩვენებისა და პაციენტის სურვილის გათვალისწინებით შესაძლებელია ეპიდურული ანესთეზიის გამოყენება.
2025
წლის შედეგები
0
%
NPS
0
+
პაციენტი
0
+
მშობიარობა
0
+
ინ ვიტრო პაციენტი
0
+
NICU პაციენტი