30+
წლიანი გამოცდილება
5,000+
მშობიარობა ყოველ წელს
700+
IVF პაციენტი
KTQ
აკრედიტაცია
80+
თანამშრომელი
რატომ გაგუა ინ ვიტრო
სრული ციკლის მართვა ერთ სივრცეში
xჩვენ ერთ სივრცეში გთავაზობთ სრულ რეპროდუქციულ გზას - პირველი კონსულტაციიდან, ახალშობილის მოვლამდე.
თანამედროვე IVF სერვისების სრული სპექტრი
xIVF, ICSI, IUI, PGT, ემბრიოტრანსფერი, კრიოპრეზერვაცია და სხვა თანამედროვე რეპროდუქციული სერვისები — თითოეული პაციენტის დიაგნოზსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობის გეგმის ფარგლებში.
მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი ინ ვიტრო ლაბორატორია
xთანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი IVF ლაბორატორია, უახლესი ემბრიოლოგიური ტექნოლოგიებით, მათ შორის Time-Lapse სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ემბრიონების განვითარების უწყვეტ მონიტორინგსა და ოპტიმალური პირობების შექმნას.
24 საათიანი გადაუდებელი დახმარების სერვისი (ER)
xუწყვეტი სამედიცინო მხარდაჭერა და მყისიერი რეაგირება ნებისმიერ გადაუდებელ სიტუაციაში, რაც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს 24/7 - ზე.
სერვისები
შვილოსნობის შეფასება (ქალისა და მამაკაცის)
ოვულაციის ინდუქცია
საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია (IUI)
ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI)
ემბრიონის გენეტიკური ტესტირება (PGT)
შვილოსნობის კრიოპრეზერვაცია
შვილოსნობის რეზერვაცია
განმეორებითი უშედეგო IVF ციკლების შეფასება და მართვა
რეპროდუქციული ქირურგია (ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია, TESA)
ონკოფერტილობის პროგრამა
ექიმი
7 ეტაპი - პირველი კონსულტაციიდან ახალშობილის მოვლამდე
პირველადი კონსულტაცია
რეპროდუქტოლოგთან პირველადი ვიზიტი, სამედიცინო ისტორიის (ანამნეზის) დეტალური შეფასება, საჭირო კვლევების ინდივიდუალური გეგმის შედგენა.
შვილოსნობის შეფასება
ქალისა და მამაკაცის სრულყოფილი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა, მათ შორის ჰორმონალური კვლევები, ულტრაბგერითი მონიტორინგი, ინფექციების სკრინინგი, სპერმოგრამა და საჭირო დამატებითი დიაგნოსტიკა, უშვილობის მიზეზების დასადგენად.
ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა
კვლევების შედეგების საფუძველზე თითოეულ პაციენტზე მორგებული მკურნალობის ინდივიდუალური პროტოკოლის შემუშავება.
ინ ვიტრო განაყოფიერება
საკვერცხეების კონტროლირებადი სტიმულაცია, ფოლიკულების ზრდის მონიტორინგი, კვერცხუჯრედების ასპირაცია, ლაბორატორიული განაყოფიერება (IVF/ICSI), ემბრიონის განვითარებაზე დაკვირვება და ემბრიოტრანსფერი.
ორსულობის მეთვალყურეობა
ემბრიოტრანსფერიდან დაახლოებით 12 დღის შემდეგ ორსულობის დადასტურება (β-hCG), შემდგომი ულტრაბგერითი მონიტორინგი და ორსულობის სრული პერიოდის მართვა ინდივიდუალური პროტოკოლით.
ახალშობილის მოვლა
ახალშობილის პირველადი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის (NICU) სრული მხარდაჭერა, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მაღალკვალიფიციური ნეონატოლოგების გუნდის მონაწილეობით.
ხშირად დასმული კითხვები
- ორსულობა არ დგება 12 თვის განმავლობაში რეგულარული დაუცველი
- სქესობრივი ცხოვრების მიუხედავად (35 წლის შემდეგ – 6 თვის განმავლობაში) განმეორებითი ორსულობის დანაკარგი ან თვითნებითი აბორტი
- დიაგნოსტირებული ენდომეტრიოზი ან პოლიენდოკრინული მეტაბოლური საკვერცხეების სინდრომი (PMOS)
- მუნსტრუალური ციკლის დარღვევა
- სპერმოგრამის პათოლოგიური სურათი
- საშვილოსნოს მილების დაზიანება ან გადატანილი ოპერაციები მცირე მენჯის ორგანოებზე
2025
წლის შედეგები
0
%
NPS
0
+
პაციენტი
0
+
მშობიარობა
0
+
ინ ვიტრო პაციენტი
0
+
NICU პაციენტი